ნიდერლანდელი თავდამსხმელი რობინ ვან პერსი "თვითერში" 2020 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებულს პროგნოზირებს.
მისი აზრით, ჯილდოს მოიგებს მიუნხენის "ბავარიას" შემტევი რობერტ ლევანდოვსკი. მეორე ადგილზე "მან. სიტის" ნახევარმცველ კევინ დე ბრუინს ასახელებს. სამეულს კი "ლივერპულის" ფეხბურთელი სადიო მანე ასრულებს.
36 წლის ფორვარდმა სიაში არ შეიყვანა "ოქროს ბურთის" 6 და 5-გზის გამარჯვებულები - ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო.
მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ 42 მატჩში 49 გოლი გაიტანა. კევინმა 30 მატჩში 11 გოლისა და 18 ასისტის რეალიზება შეძლო, ხოლო სადიო მანემ 16 გოლი გაიტანა და
9 საგოლე გადაცემა განახორციელა.