
"გენტი", რომლის ღირსებასაც გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია იცავენ, ცენტრფორვარდის დამატებას ცდილობს.
გუშინ ბელგიურმა კლუბმა "როსტოვს" ოფიციალურად მიმართა 25 წლის უზბეკი თავდამსხმელის, ელდორ შომორუდოვის ტრანსფერზე.
Sport24.ru-ს ცნობით, "გენტმა" "როსტოვს" ფეხბურთელში ორ ტრანშად 5 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ რუსულ კლუბს თანხა ეცოტავა და უარი შეუთვალა.
თავად შომორუდოვი ამბობს, რომ კარიერის ტოპ-ლიგაში გაგრძელება სურს.