"როსტოვმა" "გენტს" თავდამსხმელი 5 მილიონად არ მიჰყიდა

AutoSharing Option
"გენტი", რომლის ღირსებასაც გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია იცავენ, ცენტრფორვარდის დამატებას ცდილობს.

გუშინ ბელგიურმა კლუბმა "როსტოვს" ოფიციალურად მიმართა 25 წლის უზბეკი თავდამსხმელის, ელდორ შომორუდოვის ტრანსფერზე.

Sport24.ru-ს ცნობით, "გენტმა" "როსტოვს" ფეხბურთელში ორ ტრანშად 5 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ რუსულ კლუბს თანხა ეცოტავა და უარი შეუთვალა.

თავად შომორუდოვი ამბობს, რომ კარიერის ტოპ-ლიგაში გაგრძელება სურს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
როსტოვი მაღალი ეშელონის რუსული კლუბია იქ უფრო უკეთესი პირობები აქ ვიდრე გენტში შეუქმნიან და რატო წავა
გიო
01:52 10-07-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული