ვინ გაიტანა ყველაზე მეტი გოლი 2000-10 წლების სეზონებში

AutoSharing Option
2000/01 წლების სეზონი, ანდრეი შევჩენკო, 51 მატჩი - 31 გოლი, "მილანი"
იმ სეზონში ანდრეიმ პირველად გამოიჩინა თავი და მთელ ევროპაში ცნობილი გახდა.

მიუხედავად უხვი გოლისა, "მილანმა" იმ წელს ვერც ერთი ტიტული ვერ მოიგო.

შემდეგ ანდრეის კარიერაში იყო ლონდონის "ჩელსიში" წარუმატებელი გადასვლა, დაბრუნება "მილანში" და კარიერის სამშობლოში გაგრძელება.

2001/02 წლების სეზონი, მარიო ჟარდელი, 36 მატჩი - 48 გოლი, "სპორტინგი"
მაშინ ჟარდელი პორტუგალიაში ახალი დაბრუნებული იყო და იმავე სეზონში ნამდვილი გოლების წვიმა მოაწყო.

თუმცა ფეხბურთელის წარმატება დიდხანს არ გაგრძელდა და მას დაღმასვლა დაეწყო. მომდევნო
წლებში მან 10 სხვადასხვა კლუბში, 10 სხვადასხვა ქვეყანაში ითამაშა.

2002/03 წლების სეზონი, რუდ ვან ნისტელროი, 52 მატჩი - 44 გოლი, "მანჩესტერ იუნაიტედი"
ეს სეზონი ჰოლანდიელი თავდამსხმელის კარიერაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. ნისტელროი პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო "ოქროს ბურთის" ნომინაციაში მე-6 იყო.

2003/04 წლების სეზონი, ტიერი ანრი, 51 მატჩი - 41 გოლი, ლონდონის "არსენალი"
იმ სეზონის "არსენალი" პრემიერლიგის ჩემპიონი ისე გახდა, რომ ერთი მატჩიც არ წააგო. წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფორმულა კი ტიერი ანრი იყო. მაშინ პრემიერლიგის ბომბარდირობასთან ერთად, საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც მიიღო. რამდენიმე წლის შემდეგ კი "ბარსელონაში" გადავიდა. შემდეგ კარიერა აშშ-ში დაასრულა.

2004/05 წლების სეზონი, როი მაკაი, 48 მატჩი - 34 გოლი, მიუნხენის "ბაიერნი"
2000-იანების შუა პერიოდში როი მაკაი გერმანიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად ითვლებოდა. თუმცა სანაკრებო დონეზე თამაში არ გამოსდიოდა, მან 41 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.

ყველაზე წარმატებული სეზონის შემდეგ ჰოლანდიაში გადავიდა, 2010 წელს კი კარიერა დაასრულა.

2005/06 წლების სეზონი, კლას იან ჰუნტელაარი, 46 მატჩი - 43 გოლი, "აიაქსი"
ჰოლანდიელმა ფორვარდმა საყოველთაო პოპულარობა 2005/06 წლების სეზონში მოიპოვა.

ის ნიდერლანდების ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, 2 წელიწადში კი "რეალში" გადავიდა. თუმცა იქ ფეხი ვერ მოიკიდა და ბედი "მილანსა" და "შალკეში" ეძია. ახლა კი "აიაქსში" თამაშობს.

2006/07 წლების სეზონი, ალფონსო ალვესი, 40 მატჩი - 37 გოლი, "ჰერენვენი"
იმ სეზონში ალვესმა უნიკალური რეკორდი დაამყარა.

"ერაკლესთან" ერთ მატჩში მან 7 გოლი გაიტანა, რაც დღემდე ვერავინ გაიმეორა.

ერთ წელიწადში ის "მიდლსბროში" გადავიდა, მაგრამ ინგლისის პრემიერლიგაში ვერ მიაღწია წარმატებას და ყატარში გაემგზავრა, სადაც 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა.

2007/08 წლების სეზონი, კრიშტიანო რონალდო, 49 მატჩი - 42 გოლი, "მანჩესტერ იუნაიტედი"
ეს სეზონი რონალდოს კარიერაში პირველი ყველაზე წარმატებული სეზონი იყო. მაშინ კრიშტიანომ "ოქროს ბურთიც" მოიგო, ხოლო საიდუმლო ერთი იყო: ნახევარმცველიდან მან თავდამსხმელის პოზიციაზე გადაინაცვლა.

2008/09 წლების სეზონი, მარკო იანკო, 38 მატჩი - 42 გოლი, "რედ ბულ ზალცბურგი"
ამ სეზონამდე იანკოს სეზონში 10 გოლიც კი ვერ გაჰქონდა.

2008/09 წლების სეზონში მან მეტოქის კარი 42-ჯერ დალაშქრა, თანაც ისე, რომ 5-ჯერ ჰეთ-თრიკი გაიფორმა.

შემდეგ სეზონში ისევ დაბალი შედეგიანობით გამოირჩეოდა ფეხბურთელი და 7 სხვადასხვა კლუბში ითამაშა. 1 წლის წინ კი კარიერა დაასრულა.

2009/10 წლების სეზონი, ლუის სუარესი, 48 მატჩი - 49 გოლი, "აიაქსი"
ზუსტად ეს სეზონი აღმოჩნდა ლუისის კარიერაში ნამდვილი ტრამპლინი. ის მთელმა საფეხბურთო სამყარომ გაიცნო.

ერთი წლის შემდეგ ის "ლივერპულში" გადავიდა, ხოლო 5 წლის შემდეგ უკვე "ბარსელონაში" მესისთან თამაშობდა.

2015/16 წლების სეზონში მან თავისი შედეგი გააუმჯობესა და 53 მატჩში 59 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წლებთან აშკარა პრობლემებია:) ისე საინტერესო სტატიაა.
isev
16:50 10-07-2020
0

სიახლეები პოპულარული