ამხანაგურ შეხვედრაში ერთმანეთს მოსკოვის "სახალინეცი" და მახაჭყალის "ლეგიონ დინამო" ხვდებოდნენ, როცა ლაინსმენმა მოსკოვური კლუბის ფეხბურთელთან შელაპარაკების შემდეგ, არც აცია, არც აცხელა და პირდაპირ სახეში დაარტყა.
აღნიშნული ეპიზოდი ტრიბუნებზე მყოფმა გულშემატკივრებმა გადაიღეს. აღსანიშნავია, გავრცელდა სხვა ვიდეოკადრებიც, სადაც მეორე ლაინსმენი თამაშის მიმდინარეობისას მობილურ ტელეფონზე საუბრობდა...
მართალია, შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, თუმცა ნათელია, რომ ამ მატჩში პროფესიონალიზმმა იმარჯვა.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით
ერთი დაიმახსოვროს ყველა ფეხბურთელმა, მსაჯი არის ხელშეუხებელი პიროვნება!
ნებისმიერი მოძველბიჭო ფეხბურთელი ვინც ასე ეჯგიმება მსაჯს, უარესის ღირსია.
ჩემი პატივსცემა მსაჯს.
ვისაც სსრკ-ში გვიცხოვრია, ამაზე რომ არ გაიცინოს, შეუძლებელია.