"არარატ არმენიამ" გადამწყვეტ მატჩში საკუთარ მოედანზე 2:0 სძლია "ნოის", რომელიც ასევე ოქროს მედლებისთვის იბრძოდა, 4 ქულით ჩამოიტოვა და ზედიზედ მეორედ გახდა სომხეთის ჩემპიონი.
"არარატ არმენია" 2017 წელსაა დაარსებული. გასულ წელს ევროპა ლიგაზე "საბურთალოს" მოუგო, თუმცა შემდეგ ლუქსემბურგის "დუდელანჟთან" თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა და ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდა.