კიკნაძეს გულშემატკივრები ჰომოსექსუალად მოიხსენიებენ და შეიძლება გადააყენონ

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" გენერალურ დირექტორ ვასილ კიკნაძეს გულშემატკივრები იმის გამო გადაეკიდნენ, რომ მწვრთნელ იური სიომინს კონტრაქტი არ გაუგრძელა.

რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, რომან შიროკოვის თქმით, ძნელია თავი შეიკავო, როდესაც სტადიონზე 5 ათასზე მეტი ადამიანი გიყვირის, რომ ჰომესექსუალი ხარ; კიკნაძეს ნერვებმა უღალატა და მათ შუათითი უჩვენა.

"სპორტ-ექსპრესის" კორესპონდენტი ვიაჩესლავ კოროტკინი ირწმუნება, რომ თუ "ლოკო" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა, კიკნაძეს მოხსნიან და ახლად დანიშნულ მწვრთნელ მარკო ნიკოლიჩსაც ზედ მიაყოლებენ.

შეგახსენებთ, "რკინიგზელთა" გუნდის ღირსებას საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია იცავს, რომელსაც იშვიათად ათამაშებენ.

altchampionat:

კვირკველიას იდუმალებით მოცული ტრავმა - კიკნაძემ მას წასვლის სანაცვლოდ ფული შესთავაზა

altკიკნაძე მიცვალებულად გამოაცხადეს, კვირკველიასთან ერთად "ლოკოს" კიდევ 7 ფეხბურთელი დატოვებს

altიური სიომინს გარუსებული ქართველი უთხრის ძირს

მკითხველის კომენტარები / 3 /
შეგახსენებთ, """""რკინიგზელთა" გუნდის ღირსებას საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია იცავს"""".........ეს რომ არ დაწეროთ არ ვიცით ხომ ვინც თამაშობს მოსკოვის ლოკომოტივში
ქუთაისელი
10:12 17-07-2020
4
ეს არ ვიცი მარა კვარაცხელიამ ითამაშა სიამაყისგან ჯრუანტელი მივლიდა ახვრთოვანებული მთელი სტადონი და კომენტატორები 2ჯერ გაიყვანა დასარტყმელად მარკოვი და ეგნატიევი საოცარი დრიბლინგები აკეთ 4 ყვითელი აკიდე მეტოქეს მოკლედ დაგლიჯა სამწხაროდ გოლი დაკლდა ფეხით აუგო მეკერემ 4 კაცის საოცრად მოტყუების მერე.
mosexoneli
21:29 16-07-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული