რონალდო ისტორიის საუკეთესო ბომბარდირებში მეორეა, მესი - მეხუთე

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობით საუკეთესოთა შორის მეორეა. ინფორმაციას ტანკერდი პალმერი საკუთარ "თვითერზე" ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ლაციოსთან" გამართულ შეხვედრაში, რონალდოს დუბლი მის კარიერაში 733-ე და 734-ე გოლი გახდა. ამ გოლების წყალობით, პორტუგალიელმა რომარიო მოიტოვა და მეორე ადგილზე გადავიდა. ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების ლიდერი კი პელეა, რომლის ანგარიშზე 767 ბურთია.

კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი მე-5 ადგილს, 716 გოლით იკავებს.

მიმდინარე სეზონში 35 წლის რონალდომ 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქის კარი 30-ჯერ აიღო.

მკითხველის კომენტარები / 23 /
რასაც ეს შრომობს, პუტილოვის ქარხანა არ შრომობს ყველა მუშა ერთად აღებული და უნდა დაუფასდეს კიდეც. საღოლ ბიჭი!!! ისევ ეგრე მიაწე პატარა აღარ ხარ ტოო....
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
22 ივლისი 2020 14:26
1
sanam karieras daasruleben ronaldo da mesi sataveshi moeqcevian
ooo
22 ივლისი 2020 14:13
0
მინიმუმ 2 წელი კიდევ უნდა ითამაშოს და 50-60 გოლი კიდევ გაიტანოს რომ მესის არ მისცეს გადასწრების შანსი (მესი ალბათ კიდევ მინ. 3 წელს ითამაშებს და ისიც 50-60 გოლს შემატებს თავის სტატისტიკას). მაგრამ ალბათ საბოლოოდ მესი აჯობებს 10-15 გოლით (თუ ძალიან არ მოუკლო შემდეგ 2 წელში მესიმ). საინტერესოა ისტორიაში საუკეთესო მეგოლის სტატუსისთვის ბრძოლა, მითუმეტეს როდესაც თვით პელეს რეკორდს ხსნი ))
R.M.
22 ივლისი 2020 14:09
1
უბრალოდ მესის არ გაუმართლდა ამ სამეულის გამო: ვალვერდე, ბართომეუ და სეტიენში, გაუფუჭეს ხასიათი. ეხლა, რომ პეპი ყოფილიყო ბარსაში, აბა მესის რეკორდები გენახათ მერე.საერთოდ ესეთი დონის ფეხბურთელები როგორიც მესი და როლანდოა, მართლა ლეგენდები, ყოველთვის უმაღლეს დონეზე ითამაშებენ, მთავარია მაღალი დონის მწვრთნელები ყავდეთ.
10
22 ივლისი 2020 18:32
1
საინტერესოა თავით რამდენი აქვს გატანილი.
მფრინავი კრიშტიანო
22 ივლისი 2020 12:15
3
მართლსაც შესანიშნავი შედეგები აქვთ რონალდოსაც და მესისაც,მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ,რომ თამაშგარეს წესის შეცვლამ,საგრძნობლად გაზარდა შედეგიანობა და მათ შორის ამ ორი გენიოსისაც.
სოსო
22 ივლისი 2020 12:13
5
Gaudo mesis dudukshi? Jer sad xart axla peles gadauswrebs:) ise ar mevaseba ronaldo ar ifiqrot magis baleshiki var:)
Mkitxveli
22 ივლისი 2020 11:15
9
ჯერ ეგ ერთი მესი ორი წლით უმცროსია და ამ ორი წლით გვიან გამოვიდა ასპარეზზე, ეგ ერთი და მეორე - რონალდოს ბალელშჩიკი თუ არა ხარ ესეიგი მესის ჰეიტერი გამოდიხარ კომენტარიდან გამომდინარე. რა იყო, ძმაკაცის, რომელიც მესის ბალელშჩიკია, ჯინაზე ჰეიტერობ? უმრავლესობა ჩემი დაკვირვებით ეგერეა.
mkiTxvels
22 ივლისი 2020 14:36
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული