რონალდომ საოცარი რეკორდი დაამყარა და ჟურნალისტებს კომენტარი არ დაამადლა

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატზე "იუვენტუსმა" რონალდოს დუბლით "ლაციო" 2:1 დაამარცხა და კრიშტიანო პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 50+ გოლი სერია A-ში, ლა ლიგასა და პრემიერლიგაში გაიტანა. ამ მართლაც დიდებული რეკორდის ავტორმა ნამატჩევს შემდეგი განაცხადა:

"ვიცოდით, მძიმე მატჩი გველოდა გუნდთან, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს. გამარჯვებამ ძალიან გაგვახარა.

რეკორდები მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი მოგებაა. გამორჩეული გუნდი გვყავს და ეს კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ. ჩვენ მუდმივად პროგრესირება და თამასას აწევა გვინდა.

შეგვიძლია თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე კონცენტრირება? ჩემპიონატზე 4 შეხვედრა დაგვრჩა. რთული ტურნირია და საქმეს არასერიოზულად ვერ
მივუდგებით. საქმეს თავს კარგად ვართმევთ".

მკითხველის კომენტარები / 3 /
პირადად ალეგრის იუვე უფრო მომწონდა.
ტემი
21:48 21-07-2020
0
ერთი რონალდო არ არის მსოფლიო დონის ფეხბურთელი და მეორე ლივერულმა ვერ დაუქამბექა ჩვარსელონას.
კარგით რა
12:05 21-07-2020
8

სიახლეები პოპულარული