ხორვატიის ნაკრების მწვრთნელს კონტრაქტი მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე გაუგრძელეს

AutoSharing Option
მწვრთნელი ზლატკო დალიჩი ხორვატიის ნაკრებში გააგრძელებს მუშაობას, - ამის თაობაზე ინფორმაციას ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია თავისი "ტვიტერით" ავრცელებს.

მხარეებმა თანამშრომლობის ხელშეკრულება 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლომდე ანუ 18 დეკემბრამდე გააგრძელეს.

"მოუთმენლად ველით ჩვენი მაესტროს ახალ გამოცდებს ეროვნულ გუნდში", - წერია ოფიციალურ შეტყობინებაში.

შეგახსენებთ, დალიჩის ხელმძღვანელობით ხორვატებმა მსოფლიოს გასულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული