ლევანდოვსკის "ოქროს ბუცზე" კონკურენტი გამოუჩნდა, რომელსაც 2 მატჩი კიდევ აქვს ჩასატარებელი

AutoSharing Option
რომის "ლაციოს" თავდამსხმელი ჩირო იმობილე მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის, გატანილ გოლებში დაეწია და 2020 წლის "ოქროს ბუცის" ტიტულში შეეცილება.

ორივე თავდამსხმელს ამჟამად 34 გოლი აქვს გატანილი, რაც 68 ქულას ნიშნავს. გერმანიის ჩემპიონატი დასრულებულია, ხოლო სერია A-ში ორი თამაშია დარჩენილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ლევანდოვსკი ფიზიკურად ვერ შეძლებს გოლის გატანას, ხოლო ჩიროს კი გადასწრების ყველანაირი შესაძლებლობა აქვს.

"ოქროს ბუცის" რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:

1-2. რობერტ ლევანდოვსკი, "ბაიერნი", 34 გოლი (68 ქულა)
1-2. ჩირო იმობილე, "ლაციო", 34 გოლი (68)
3. კრიშტიანო რონალდო, "იუვენტუსი", 30
გოლი (60)
4. ტიმო ვერნერი, "ლაიპციგი", 28 გოლი (56)
5. ლიონელ მესი, "ბარსელონა", 25 გოლი (50)

მკითხველის კომენტარები / 3 /
საერთო ჯამში ლევანდოვსკი რომ უკეთესი ფეხბურთელია, რად უნდა ლაპარაკი? გარდა ამისა, მას ლიგაზეც გააქვს და და კიდეც გაიტანს, ჩიროსთვის კიდევ ესეც დიდი მიღწევაა. ჯერჯერობით ოქროს ბურთისგან ნამდვილად შორს არის
: )))))))
27 ივლისი 2020 18:26
6
ჩიროს ვბალეშჩიკობთ! მიდი ჩირიკო აბა შენ იცი ბოლომდეეე!
კვაზი
27 ივლისი 2020 11:45
5
მიდი ჩირო მიაწექი !!!!
L.J.
27 ივლისი 2020 10:50
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული