აკი, უკრაინა და რუსეთი ერთიაო - "დინამოს" ულტრასებმა ლუჩესკუს ცოდვები გაუხსენეს

AutoSharing Option
სისხლი დაინახა?  აბა, შეჭამს!

კიევის "დინამოს" მწვრთნელად დანიშნულ მირჩა ლუჩესკუს გულშემატკივრებმა სოციალური ქსელებიდან ისე მძლავრად შეუტიეს, რომ მან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება, თუმცა კლუბის პრეზიდენტ იგორ სურკისთან გასაუბრების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა.

მოგეხსენებათ, ლუჩესკუ 12 წელი ედგა "შახტარს" სათავეში და ისე გამომწვევად იქცეოდა, რომ "დინამოს" ქომაგებს დღემდე მისდამი ზიზღი აქვთ და ტელეგრამ-არხ WBC-ზე ღია წერილით მიმართეს.

"დღევანდელმა დღემ მირჩა ლუჩესკუსა და "დინამოს" შესაძლო თანამშრომლობის საღ აზრზე იმედის სხივი გვაჩუქა. მირჩა, თქვენ ყველაფერი სწორად გაიგეთ - აქ ნორმალურად მუშაობას ვერ შეძლებთ.
სამშაბათს, 28 ივლისს, თქვენმა კიევში გამოჩენამ გუნდსა და ფანებს შორის ურთიერთობაში ბზარი გააჩინა. არა მარტო "თბილ" შეხვედრას, არამედ მუშაობის რთულ პირობებს გპირდებით. ეს თქვენს კარიერაში ყველაზე რთული მილიონები იქნება.

კიევი თქვენთვის ისეთივე კეთილგანწყობილი ვერ იქნება, როგორც დონეცკი იყო და არასოდეს დავივიწყებთ თქვენს სიტყვებს - უკრაინა და რუსეთი ერთი ქვეყანაა. ჩვენთვის ღირსება და ისტორია ფულზე, თასებსა და მედლებზე უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს არასოდეს ვუღალატებთ. გუნდის შვებულებიდან გამოსვლამდე სწორი არჩევანის გაკეთების და მშვიდად დასვენების საშუალება გაქვთ. ასეთივე შანსი აქვს "დინამოს" ხელმძღვანელობას", - ნათქვამია განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული