ლუჩესკუს ნერვებმა უმტყუნა და კიევის "დინამოდან" წავიდა, მაგრამ სურკისმა უკან მიაბრუნა

AutoSharing Option
დანიშვნიდან 4 დღის შემდეგ 74 წლის მირჩა ლუჩესკუმ კიევის "დინამოს" მწვრთნელის პოსტი დატოვა.

მან განაცხადა, რომ სამუშაოდან წასვლის მიზეზი გუნდის ქომაგების მისდამი მტრული დამოკიდებულებაა და ასეთ სიტუაციაში თავისი მოვალეობის შესრულება არ შეუძლია, - ეს ინფორმაცია რუმინულმა Gazeta Sporturilor-მა გაავრცელა.

ლუჩესკუ 12 წელი ედგა "დინამოს" მთავარ კონკურენტ "შახტარს" სათავეში და დედაქალაქურ გუნდს ყოველი დამარცხებისას ამცირებდა, რაც მისმა ფანებმა არ აპატიეს.

თუმცა მას "დინამოს" პრეზიდენტი იგორ სურკისი ესაუბრა და განაცხადა, რომ ყველაფერი ნორმალურადაა და გუნდს მწვრთნელი ჰყავს. უკრაინული პრესა იტყობინება, რომ ლუჩესკუ
კიევში ხვალ, 28 ივლისს ჩავა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული