![](https://sportall.ge/pictures/image5/bd84d1a69935e2b916dae0c58c48c1b5.jpg)
ყატარის წინა წლის ჩემპიონის, "ალ-სადის" მთავარი მწვრთნელი ხავი აცხადებს, რომ კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ სახლში დაბრუნდა.
40 წლის სპეციალისტმა "ინსტაგრამზე" ბავშვებთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დააწერა:
"ყველას დიდი მადლობა მზრუნველობისთვისა და თბილი სიტყვებისთვის. მინდა გაგიზიაროთ სიახლე. გამოვჯანმრთელდი და ოჯახში დავბრუნდი. ვაგრძელებ "ალ-სადის" გუნდთან მუშაობას."
ხავის დაინფიცირების შესახებ 25 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია.
18 ტურის შემდეგ "ალ-სადი" ყატარის ჩემპიონატში მესამე ადგილს იკავებს და ლიდერ "ალ-დუჰაილას" 8 ქულით ჩამორჩება.