ფიფას მოქმედ პრეზიდენტს პატიმრობა ემუქრება

AutoSharing Option
დასავლური სპორტული პრესა აქტიურად წერს, რომ ფიფას მოქმედ პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ შვეიცარიის პროკურატურამ საქმე აღძრა.

პრესის ცნობით, ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი დანაშაულებრივ საქმიანობაშია შემჩნეული, რომელიც ორგანიზაციის შიგნით კორუფციულ გარიგებებს გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ გამოძიებების გამო მოუწია პოსტის დატოვება ინფანტინოს წინამორბედ იოზეფ ბლატერს. ისიც კორუფციულ გარიგებებთან იყო დაკავშირებული. ინფანტინო პრეზიდენტი 2016 წელს გახდა.

ინფანტინოს ხელმძღვანელობით ფიფამ 2018 წლის მსოფლიო თასი ჩაატარა. ასევე, მისი მმართველობის დროს მიიღო ყატარმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება. ტურნირი აზიურ ქვეყანაში 2022 წელს შედგება. ასევე, გადაწყვეტილია, რომ
2036 წელს ყველაზე პრესტიჟულ სანაკრებო შეჯიბრებას აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
გამოსაკვლევია რამდენად მიყიდა მესის შარშან ოქროს ბურთი რომელმაც ჩ.ლ. და კოპა ამერიკაზე სრული კრახი განიცადა. წელს რომ დაინახა მოგების შანსი არა ქონდა და შემთხვევით კრიშტიანოს არ მოეგო საერთოდ გააუქმა.მსოფლიო ფეხბურთში უსინდისოების ბანდაა შეყრილი.
სამარცხვინოები
19:43 30-07-2020
19
ეგენი რა ჩვენ პრეზიდენტებივით არიან.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული