ფეხბურთის 10 დაუჯერებელი რეკორდი

AutoSharing Option
ფეხბურთი სპორტის იმ სახეობებს მიეკუთვნება, რომლებიც ტექნოლოგიური განვითარების წყალობით კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ვითარდება. იცვლება ფეხბურთელების მომზადების პროცესი, იხვეწება კვების ტექნოლოგია, ეკიპირება მეტად ადაპტური ხდება და, შესაბამისად, ფეხბურთელების შესაძლებლობებიც დადებითად იცვლება.

გამომდინარე აქედან, მყარდება ისეთი რეკორდები, რომლებიც ადრე წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. დღეს გთავაზობთ 10 რეკორდს, რომელთა გამეორება სხვადასხვა მიზეზის გამო შეუძლებელი თუ არა, ნამდვილად ურთულესია.

10. ყველაზე შორი გოლი
პრემიერლიგის 2013/14 წლების სეზონში ერთმანეთს "სტოკ სითი" და "საუთჰემპტონი" ხვდებოდნენ. ბურთი "სტოკ სითის" მეკარესთან, ასმირ ბეგოვიჩთან აღმოჩნდა და როგორც ჩანს, ბეგოვიჩმა მთელი არსებული
ძალა ჩადო დარტყმაში. ბურთმა მთელი მოედანი და მოწინააღმდეგის მეკარეც კი გადაიფრინა და კარში ჩაეშვა. გოლის დისტანცია 91.6 მეტრს შეადგენს და ის აბსოლუტური რეკორდია.
Sportall.Ge

9. თავით გატანილი ყველაზე შორი გოლი
2011 წელს, ორი ნორვეგიული გუნდის ფინალში იონე სემუელსენმა 58.13 მეტრიდან გოლი თავით გაიტანა. მან მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრა საკუთარი მოედნიდან მოახერხა. საქმე იმაშია, რომ მოწინააღმდეგე გუნდის მეკარე კუთხურის გათამაშებაზე წავიდა და კარი მეთვალყურეობის გარეშე დატოვა. დიდი ალბათობით, ამ რეკორდს კიდევ დიდი ხანი ვერ გაიმეორებენ.
Sportall.Ge

8. ყველაზე ძლიერი დარტყმა
9 წელია ეს რეკორდი ვერავის დაუმყარებია. 2011/12 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე, ჯგუფური ეტაპის ფარგლებში ერთმანეთს "შახტარი" და "პორტო" დაუპირისპირდნენ. საჯარიმო დარტყმის დროს, რომელიც უკრაინელების კარის მიმართულებით დაინიშნა, ჰალკმა ბურთი 214 კმ/სთ-ით გაისროლა. აღსანიშნავია, რომ მეკარემ ბურთს ხელი შეახო, თუმცა შეუძლებელი იყო მისი მოგერიება და საჯარიმო შესრულება გოლით დასრულდა.

7. წითელი ბარათი 4 წამში
თამაში წესიერად დაწყებული არც იყო, როცა იაპონელმა ფეხბურთელმა წესები უხეშად დაარღვია. მსაჯმა ყურადღების გარეშე არ დატოვა ფეხბურთელი და წითელი ბარათით დასაჯა. რა თქმა უნდა, ეს საქციელი შექებას არ იმსახურებს, მაგრამ თავის მხრივ, რეკორდს წარმოადგენს.
Sportall.Ge

6. ცვლილების შემდეგ ყველაზე სწრაფი გაძევება
მორიგი უცნაური რეკორდი კოტდივუარელ ფეხბურთელს ეკუთვნის. სიმართლე ვთქვათ, სერჯ ჯეჰუა მხოლოდ ამ ფაქტით არის მეტ-ნაკლებად ცნობილი. მაშინ ის ბერძნულ "გლიფადაში" თამაშობდა, როცა შეცვლაზე გამოვიდა და 3 წამში თამაშის წესები დაარღვია, რეფერიმ კი მოედნიდან გააძევა. სხვათა შორის, ის შეხვედრა სეჯისთვის სადებიუტო იყო და უკანასკნელიც აღმოჩნდა. კლუბმა კონტრაქტი შეუწყვიტა.
Sportall.Ge

5. ყველაზე სწრაფი გოლი
გინესის რეკორდების წიგნიდან გამომდინარე, ყველაზე სწრაფი გოლი არგენტინელ რიკარდო ოლივერიას 1998 წლიდან ეკუთვნის. "სორიანოსთან" მატჩში მან მოედნის ცენტრიდან 2.8 წამში მოწინააღმდეგის კარი აიღო. თუმცა არსებობს გაუმჯობესებული შედეგიც. საუდის არაბეთის ახალგაზრდულ ტურნირზე ნავაფ ალ აბედმა მოედნის ცენტრიდან ზუსტად 2 წამში გაიტანა გოლი. სამწუხაროდ, მატჩი ანულირებულად გამოცხადდა, რამდენადაც 23 წელზე უფროსი ასაკის ფეხბურთელებიც აღმოაჩინეს.
Sportall.Ge

4. ყველაზე სწრაფი გოლი შეცვლის შემდეგ
ახალგაზრდა ნიკოლას ბენდნტერს "არსენალისთვის" განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, თუმცა ისტორიაში მაინც შევიდა. "ტოტენჰემთან" შეცვლაზე შესვლის შემდეგ, მან 6 წამში კუთხურიდან გათამაშებული ბურთი მოწინააღმდეგის კარში გაგზავნა და გოლიც გაიტანა.
Sportall.Ge

3. მეკარის მიერ გატანილი გოლების რაოდენობა
როჯერიო სენამ თავის კარიერაში 127 გოლი გაიტანა. მეკარეებს შორის ეს აბსოლუტური და თითქმის მოუხსნელი რეკორდიც არის. ასევე, აღსანიშნავია, რომ მეკარემ კარიერაში 1204 მატჩი გამართა.
Sportall.Ge

2. 91 გოლი სეზონში
მსგავსი შედეგი 2012 წელს ლიონელ მესიმ დააფიქსირა. ლეომ მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელის, გერდ მიულერის რეკორდი დაამხო, რომელმაც ერთ სეზონში 85 გოლი გაიტანა. 2012 წლის დეკემბერში მესიმ მიულერის მიღწევა გაიმეორა, ახალი წლის არდადეგებისკენ კი გააუმჯობესა.
Sportall.Ge

1. ყველაზე ხმაურიანი გულშემატკივრები
სტამბულელი ფანები თავიანთი გუნდის მხარდასაჭერად რეაქტიულ გამანადგურებელ თვითმფრინავზე მაღალ ხმას გამოსცემდნენ. გერმანელების ფორვარდმა შეცვლაც მოითხოვა, რამდენადაც ვერ უძლებდა ხმაურს. ხმაური 141 დეციბელს აჭარბებდა. გამაყრუებელი ხმაურის მიუხედავად, დანარჩენმა ფეხბურთელებმა გმირულად გააგრძელეს თამაში. ეს ყველაზე უცნაური რეკორდია.
Sportall.Ge

მომზადებულია zen-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული