"შახტარი" "დინამოში" გადასული ლუჩესკუს ძეგლს აღარ გახსნის

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარმა" თავისი გუნდის ყოფილი მწვრთნელის, მირჩა ლუჩესკუს ძეგლი დაამზადებინა, მაგრამ მას შემდეგ, რაც კიევის "დინამოს" თავკაცად დანიშნეს, მისი გახსნა გადაიფიქრა, - იტყობინება "პროფუტბოლი".

ძეგლის დამზადების გადაწყვეტილება 2015 წელს მიიღეს და კლუბის ბაზაზე მთავარი შენობიდან კუთხეში გადაიტანეს.

შეფუთული ძეგლი კადრში "შახტარის" ამჟამინდელ მწვრთნელ ლუიშ კაშტრუსთან ინტერვიუს აღებისას მოხვდა.

ლუჩესკუ დონბასურ გუნდს 12 წელი ედგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით რვაჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი, ერთხელ კი უეფას თასი მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული