მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფორვარდმა ემანუელ ადებაიორმა ლონდონის "ტოტენჰემ ჰოთსპურის" თავკაც ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელი უწოდა.
"მიყვარს მოურინიო. ბრწყინვალე ურთიერთობა გვქონდა. სწორედ მან მიმიყვანა "რეალში", მიუხედავად იმისა, რომ ეს ადვილი ნამდვილად არ ყოფილა.
კარიერაში ერთადერთი ტიტული მისი ხელმძღვანელობით მოვიგე (2010/11 წლების კოპა დელ რეი). ახლა ჟოზე "ტოტენჰემშია". მას წარმატებებს ვუსურვებ. ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია", - განაცხადა ტოგოელმა ფორვარდმა.
პორტუგალიელი მადრიდის "რეალს" სათავეში 2010-დან 2013 წლის ჩათვლით ედგა. "სამეფო კლუბიდან" "განსაკუთრებული" ლონდონის "ჩელსიში" დაბრუნდა, 2016 წელს
კი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. 2019 წლიდან "ტოტენჰემის" დამრიგებელია.
მომზადებულია AS-ის მიხედვით