გვილიას გუნდმა "ბორნმუთიდან" მეკარე გადაიყვანა

AutoSharing Option
"ლეგიამ", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია იცავს, ერთსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა 40 წლის მეკარე არტურ ბორუცს.

ბორუცი" ვარშავულ გუნდში 1999-2005 წლებში თამაშობდა. შემდეგ "სელტიკში", "ფიორენტინაში", "საუთჰემპტონსა" და "ბორნმუთში" ასპარეზობდა, რომლის შემადგენლობაში უკანასკნელ სეზონში არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია და პრემიერლიგიდან გავარდნილი გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

მან 2004-17 წლებში პოლონეთის ნაკრებში 65 შეხვედრაში 63 გოლი გაუშვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული