ნიდერლანდებში გოგონა მამაკაცთა გუნდში ითამაშებს

AutoSharing Option
ნიდერლანდების ფეხბურთის კავშირმა  ექსპერიმენტის სახით 19 წლის ელენ ფოკემეს მამაკაცთა გუნდ "ფოარუტში" თამაშის ნება დართო, - იტყობინება ორგანიზაციის პრესსამსახური.

ამჟამად ნიდერლანდებში 19-წლამდელთა შერეული გუნდებით თამაში ნებადართულია. 19 წლის შემდეგ გოგონებს ბიჭებთან ერთად А კატეგორიის ტურნირებში თამაშის უფლება არა აქვთ, რის გამოც იძულებულნი არიან ან ქალთა შეჯიბრებებში მიიღონ მონაწილეობა, ან შერეული გუნდების В კატეგორიაში. თუ ექსპერიმენტმა გაამართლა, შეიძლება შეზღუდვა გაუქმდეს.

ფეხბურთის კავშირს მიაჩნია, რომ წესებში შესაძლო ცვლილებები იმ გოგონებს, რომლებიც მცირე დასახლებებში ცხოვრობენ, სადაც სრულფასოვანი გუნდების შექმნის საშუალება არ არსებობს, სპორტში
თავის რეალიზაციაში დაეხმარება.

"კარგია, რომ "ფოარუტში" გავაგრძელებ ასპარეზობას. ამ ბიჭებთან ერთად 5 წლიდან ვთამაშობდი და საწყენი იქნებოდა, თუ მათ არ შევუერთდებოდი. წარმოდგენა არა მაქვს, ეს როგორ იმუშავებს, მაგრამ ექსპერიმენტში მონაწილეობამ ძალიან გამახარა", - განაცხადა ელენმა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 13 /
ნორვეგიაში სამხედრო სფეროში ატარებენ მსგავს ექსპერიმენტს. მამაკაცები და ქალები ერთად მსახურობენ, ერთ ყაზარმაში ცხოვრობენ, ერთად ბანაობენ.
უცნაური ისაა, რომ სქესობრივი აღგზნებისა და ურთიერთდაინტერესების ფაქტორი თითქმის ნულამდეა დასული.
კიდევ ის გახლავთ საინტერესო, რომ მამაკაცებთან კონკურენციამ ქალები უფრო გააძლიერა და არც ერთ სამხედრო ნორმატივში არ უდებენ ტოლს.
korben dallas
11:21 05-08-2020
9
ხალხო უბრალო პიარია, და გუნდის სახელი რომელიც არავის არასდროს არ სმენია, გაჟღერდება მთელს მსოფლიოში, რა ვერ მიხვდით.
Megreli
11:02 05-08-2020
1

სიახლეები პოპულარული