თურქი ნახევარმცველი არდა თურანი კარიერას "გალათასარაიში" გააგრძელებს, - იტყობინება ჟურნალისტი ნიკოლო სკირა "ტვიტერით".
"გალათასარაიმ" თურანს 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა და თუ ეს გუნდი ჩემპიონი გახდა, ბონუსის სახით 500 ათას ევროს მიიღებს.
არდამ თამაში სწორედ "გალათასარაიში" დაიწყო, შემდეგ "ატლეტიკოში", "ბარსელონასა" და "ისტანბულში" ასპარეზობდა, რომლის შემადგენლობაშიც წელს თურქეთის სუპერლიგა მოიგო.
გასულ სეზონში მან ჩემპიონატის 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა.