უყვარს დაშას ფეხბურთელები და რა ქნას? - ერთი მეორით გამოიცვალა

AutoSharing Option
მართლაც მომხიბვლელია უკრაინელი მოდელი და ჟურნალისტი დაშა სავინა, უყვარს "ინსტაგრამზე" თავისი ფოტოების გამოფენა და კიდევ უფრო მეტად უყვარს ფეხბურთელები.

კარგა ხანი მეგობრობდა სავინა კიევის "დინამოდან" "დნიპროში" განათხოვრებულ 20 წლის თავდამსხმელ ვლადისლავ სუპრიაგასთან, მის არც ერთ მატჩს არ აცდენდა, მაგრამ დასცილდა. გაგიკვირდებათ უთუოდ, თუმცა ფაქტია, ფორვარდი ამის შემდეგ გაცილებით უკეთ ათამაშდა.

Sportall.Ge

არც დაშას დაუკარგავს დრო უქმად, უმალ იპოვა ვლადის შემცვლელი - დონეცკის "შახტარის" 21 წლის მცველი ვალერი ბონდარი.

სხვათა შორის, სუპრიაგა და ბონდარი უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების წევრები არიან და 2019 წელს
მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულები ერთად გახდნენ.

ალბათ, სწორედ ამაზეა ნათქვამი - "მეგობრობა გზად და ხიდად".

მკითხველის კომენტარები / 4 /
დათანხმდი თორე ისე ხალასტოიზე მუშაობ
ონიანი ერევანი
09:07 13-05-2021
0
დათანხმდი თორე ისე ხალასტოიზე მუშაობ
ონიანი ერევანი
09:07 13-05-2021
0

სიახლეები პოპულარული