ამ ტრანსფერს "ვალენსიას" ისტორიის შეცვლა შეეძლო, რონალდოს კონტრაქტი შეთანხმებული ჰქონდათ...

AutoSharing Option
ესპანური "ვალენსიას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ამადეო კარბონიმ გაიხსენა ამბავი თუ როგორ არ გადავიდა კრიშტიანო რონალდო "ღამურების" რიგებში 2006 წელს.

"რონალდოს ხელში ჩასაგდებად საჭირო რესურსები მოვიძიეთ. კლუბმა სპორნსორებთან - Nike-სა და  Coca Cola-სთან შეთანხმებას მიაღწია. რონალდო იმ დროისთვის უკვე 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა. "ვალენსიას" დონის გუნდისთვის ეს დიდი თანხაა.

ეს ის პერიოდი იყო, როცა რონალდოს "იუნაიტედში" უთანხმოება ჰქონდა (მსოფლიო თასზე უეინ რუნის გაძევების ეპიზოდის გამო), პირველი ჩემპიონთა ლიგაც კი არ ჰქონდა მოგებული.

მის აგენტ ჟორჟ მენდეშთან საუბარი ვმქონდა. იმ დროს ნამდვილი
ბუმი გვქონდა, სერიოზული პრეზიდენტი გვყავდა, ახალი სტადიონის აშენებასა და 250 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებდა.

რონალდოს საკითხზე მისი თანხმობა მქონდა, ამ ტრანსფერს ხომ "ვალენსიას" ისტორიის შეცვლა შეეძლო. მენდეშის მიერ ხელმოწერილი კონტრაქტები ხელში მეჭირა, თუმცა გარიგება მაინც არ შედგა. 4 წლის შემდეგ კი ის "რეალის" ფეხბურთელი გახდა.

გარკვეული ტრანსფერები მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას ცვლიან. ძალიან მწყდება გული, რონალდოს "ვალენსიაში" ჩაყვანა რომ ვერ მოვახერხე,"- განაცხადა კარბონიმ.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ მეჩხერი სპორტული მოვლენების დროს,(ლიგა კი დაიწყო, მაგრამ მაინც) სნუკერის
მსოფლიო თასი გახურდა... ერთი სტატია სამადლოდ რა გახდა???
პ.ს. ამ სტატიას კი არ ვერჩი, მარა...
genius1113
01:24 08-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული