ქვილითაიას შანსი? - ეჭვობენ, რომ იარემჩუკს კორონავირუსი აქვს

AutoSharing Option
hbvl.be-ს ცნობით, "გენტის" ფეხბურთელებმა კორონავირუსზე ტესტები ჩააბარეს და მხოლოდ უკრაინელი თავდამსხმელის, ივან იარემჩუკის შედეგი აღმოჩნდა დადებითი.

განმეორებითმა ტესტმა იარემჩუკის  COVID-19-ით დაინფიცირება არ დაადასტურა. თუმცა, 9 აგვისტოს ბელგიის ჩემპიონატის პირველ ტურში "სენტ-ტრუიდენთან" მისი თამაში საეჭვოა.

იარემჩუკი ახლა გუნდის წამყვან ფეხბურთელად ითვლება, ახალი ფორმების პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა, წინასამატჩო პრესკონფერენციაზეც უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ არ მისულა.

ამ შეხვედრის განაცხადში არ არის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა ჯერ სათამაშოდ მზად არ არის.

განაცხადშია თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია. მას 25 წლის გერმანელი ტიმ კლიაინდინსტის (სიმაღლე
195 სმ) სახით ახალი კონკურენტი ჰყავს. ის მეორე ბუნდესლიგის "ჰაიდენჰაიმიდან" გადაიყვანეს (ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს), რომლის რიგებშიც გასულ სეზონში 27 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ამავე გუნდიდან დაიმატა "გენტმა" "ბაიერნის" აკადემიის აღზრდილი 22 წლის ნახევარმცველი ნიკლას დორში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რომ გამოხტება ზოგიერთი და გაიძახის რუსეთში არ უნდა ითამაშონ ქართველებმაო არ სჯობდა ორივე რისეთში ყოფილიყო და ძირითადში ეთამაშათ. რით სჯობია გენტი ვითომ ლოკომოტივს , კრასნოდარს ან ზენიტს?
იაგო
09:53 09-08-2020
1
სულ ორი თვე დარჩა სანაკრებო თამაშებამდე და ორივე გიორგი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ნაკრებისთვის და ორივეს ჰყავს აგენტი და იმან უნდა გარკვიოს უმუშაოს ამ საკითხზე და ამ გენტის მწვრთნელის გეგმებში არ შედიან ქართველები და მხოლოდ მაშინ ათამაშებს როცა ან ვიღაცას ტრამვა ექნება ან დაიღლება ან დისკვალიფიკაცია ექნება თუ ასეა ჩემი აზრით ახლავე უნდა გარკვიოს ეს აგენტმა და თუ გენტი არ აპირებს გაყიდვას მაშინ გაანათხოვრონ სადმე სხვა კლუბში იგივე ბელგიაში შედარებით სუსტ გუნდში სადაც ექნებათ ამ ბიჭებს სათამაშო დრო ნდობა და ა.შ სკამზე ჯდომით ფეხბურთელი ვერ მოუმატებს პირიქით რეგრესისკენ წავაა ეს არც ფეხბურთელის ინტერესებში არ შედის და არც ნაკრების ბოლო ბოლო უმაღლესი კლასის კლუბებიდან გრანდებიდან წასულან მეორე ეშელონის კლუბებიში ფეხბურთელები სათამაშო დროის და პრაქტიკისთვის ეს უნდა გარკვიონ თავიდანვე თორე მოვა ოქტომბერი და თუ არ ექნებათ სათამაშო პრაქტიკა არ იქნებიან ფორმაში და ნაკრებს ვერ დაეხმარებიან ისე როგორც საჭიროა ეს გემტის ბრალი იქნება თავიდან ბოლომდე და აგენტების ვინც ჰყავთ ამ ბიჭებს.
გელა
22:08 08-08-2020
0

სიახლეები პოპულარული