ედინსონ კავანიმ "ბენფიკასთან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელი ედინსონ კავანი კარიერას "ბენფიკაში" გააგრძელებს, - იტყობინება ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი თავისი "ტვიტერით".

მისი მტკიცებით, ლისაბონურმა კლუბმა 33 წლის ურუგვაელს სეზონურ გასამრჯელოდ 9 მილიონი ევრო დაუნიშნა.

კავანი პსჟ-ის ღირსებას 2013 წლიდან იცავდა, გასულ სეზონში კი საფრანგეთის ჩემპიონატის 14 მატჩში (7 ძირითად შემადგენლობაში) 4 გოლი გაიტანა (1 პენალტით) და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ის ადრე "პალერმოსა" და "ნაპოლიში" (2007-2013 წლებში) თამაშობდა.

"ბენფიკა" პორტუგალიის ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგაზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული