წიტაიშვილი - ლუჩესკუზე: გულშემატკივრები ხომ უცხოელ მწვრთნელს ითხოვდნენ

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა გუნდის მწვრთნელად მირჩა ლუჩესკუს დანიშვნაზე გააკეთა კომენტარი.

"უკან დავბრუნდებით და ვნახავთ, რა იქნება. მოლოდინია, რომ ლუჩესკუ გუნდს დაეხმარება და ჩვენ მივაღწევთ იმ წარმატებებს, რომლებსაც მან მიაღწია.

გულშემატკივრები უცხოელ მწვრთნელს ითხოვდნენ. სურკისმა მათ მისცა ეს მწვრთნელი. მთავარი შედეგია. როდესაც შედეგი იქნება, ამას ყველა ნორმალურად მოეკიდება.

მოვუსმენთ და გავიგებთ, თუ რას ითხოვს ჩვენგან. რატომღაც მგონია, შედეგი იქნება. შემდეგ კი ვნახავთ", - განაცხადა წიტაიშვილმა "Футбол News"-ის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წიტა ეხლა საკუთარ თავზე მუშობს,ეგეც გაღლეტილი მეგრელია ;)
ბაჩი
23:09 25-07-2020
2

სიახლეები პოპულარული