კარლოს ტევესმა "ბოკა ხუნიორსთან" კონტრაქტი გააგრძელა

AutoSharing Option
36 წლის კარლოს ტევესი თამაშისთვის თავის დანებებას არ აპირებს

თავდამსხმელმა ტევესმა "ბოკა ხუნიორსთან" კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა.

გასულ სეზონში მან არგენტინის ჩემპიონატის 17 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ის "ბოკაში" 2018 წელს "შანხაი შენხუადან" დაბრუნდა, იქამდე კი ბუენოსაირესული გუნდის ღირსებას 2001-05 და 2015-16 წლებში იცავდა.

კარლიტოს არგენტინის ნაკრებში 2004-15 წლებში 76 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული