
ბელგიურ "გენტში" ქართველების უკრაინელმა თანაგუნდელმა იგორ პლასტუნმა ჟიუპერ ლიგის პირველ ტურში გოლი გაიტანა, თუმცა, ამასთანავე, სასქესო ორგანოს ტრავმაც მიიღო.
"სენტ ტრუიდენთან" გამართული შეხვედრის 63-ე წუთზე უკრაინელი მცველი იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა. იგორი საკუთარი გუნდის მეკარე კამინსკის შეეჯახა, რომელმაც მუხლი პირდაპირ სასქესო ორგანოში უთავაზა...
!["გენტის" ფეხბურთელმა სასქესო ორგანოს ტრავმა მიიღო [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/a4cd34981a8671b41027b50fc48d0ddd.jpg)
"გენტმა" ახალი სეზონის პირველი შეხვედრა წააგო (1:2). ქართველებიდან გიორგი ქვილითაია განაცხადში იყო, თუმცა იეს ტორუპმა 1 წუთიც არ დაუთმო. გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმას იშუშებს, ახლა კი უკრანელი თანაგუნდელიც შეუერთდა...
მომზადებულია football.ua-ს მიხედვით
!["გენტის" ფეხბურთელმა სასქესო ორგანოს ტრავმა მიიღო [PHOTO] alt](/pictures/image50/6597ecf8f74cd2f1dbb17c3d00cdec25.jpg)
ჩაკვეტაძე და ქვილითაია მთამსვლელები და ჯომარდები გახდნენ - "გენტი" დამარცხდა