
ნახევარმცველი ბლეზ მატიუიდი კარიერას აშშ-ში გააგრძელებს.
ფეხბურთელის ახალი კლუბი მლს-ის "ინტერ მაიამი" იქნება, რომლის მფლობელიც დევიდ ბექჰემია.
დღეს ჩანიშნულია სამედიცინო დათვალიერება, რომელსაც ბლეზი პარიზში გაივლის.
დილით დავწერეთ, რომ ტურინის "იუვენტუსის" ახალი მწვრთნელის, ანდრეა პირლოს გეგმებში ფრანგი არ შედიოდა.