ჩაკვეტაძის კარგი შანსი - დავიდმა თავისი გაიტანა და "ლილში" გადავიდა

AutoSharing Option
20 წლის კანადელი თავდამსხმელის, ჯონათან დავიდის გაყიდვა "გენტს" არ უნდოდა, მაგრამ ფეხბურთელმა თავისი გაიტანა.

დავიდმა "ლილთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

უცნობია, თუ რა თანხა დაუჯდა ფრანგულ კლუბს ტრანსფერი, თუმცა, ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "გენტისთვის" 30-35 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა.

დავიდმა გასულ სეზონში ბელგიის ჩემპიონატის 27 მატჩში 17 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ის გასული წლის ზაფხულში 6 გოლით კონკაკაფის თასის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

"გენტის" ღირსებას გიორგი ქვილითაია და გიორგი ჩაკვეტაძე იცავენ და სწორედ ჩაკვეტაძეს მოიაზრებენ დავიდის პოზიციაზე.

მკითხველის კომენტარები / 9 /
შანსი ჩაკვეტაძეს და მაგალითიც დევიდის სსახით თუ როგორ მოხვდა ტოპ ჩემპიონატის ერთ ერთ წამყვან კლუბში იმედი მაქვს ამ შანს ჩაკვე გამოიყენებს ამ სეზონში
ზაზა
23:50 11-08-2020
2
კომერცის მასტერ კლასი სულ 100 000 ევრო დაუჯდა გენტს დევიდის ჩამოყვანა და ჯერ მარტო რამხელა სარგებელი მოუტანა კლუბს და შემდეგ უკვე 30 მილიონად გაუიდეს ლილი შემდეგ წელს პაჟში ან ბაირნში გაყიდის ორმაგ ან სამაგისტრო ფასად
Kaxi
00:08 12-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული