ჩაკვეტაძის კარგი შანსი - დავიდმა თავისი გაიტანა და "ლილში" გადავიდა

AutoSharing Option
20 წლის კანადელი თავდამსხმელის, ჯონათან დავიდის გაყიდვა "გენტს" არ უნდოდა, მაგრამ ფეხბურთელმა თავისი გაიტანა.

დავიდმა "ლილთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

უცნობია, თუ რა თანხა დაუჯდა ფრანგულ კლუბს ტრანსფერი, თუმცა, ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "გენტისთვის" 30-35 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა.

დავიდმა გასულ სეზონში ბელგიის ჩემპიონატის 27 მატჩში 17 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ის გასული წლის ზაფხულში 6 გოლით კონკაკაფის თასის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

"გენტის" ღირსებას გიორგი ქვილითაია და გიორგი ჩაკვეტაძე იცავენ და სწორედ ჩაკვეტაძეს მოიაზრებენ დავიდის პოზიციაზე.

ასევე დაგაინტერესებთ