სკანდალს ნათელი მოეფინება? დღეს "სპარტაკი"-"სოჭის" მატჩის მსაჯი პოლიგრაფზე შემოწმდება

AutoSharing Option
სკანდალური "სპარტაკისა" და "სოჭის" მატჩის მსაჯი ვასილი კაზარცევი დღეს პოლიგრაფზე შემოწმებას გაივლის.

"სპორტ-ექსპრესის" მიხედვით, არბიტრი პოლიგრაფზე გავლას დათანხმდა, თუმცა ეს პროცედურა ნებაყოფლობითია. პროცედურას ის ექსპერტები ჩაატარებენ, რომლებსაც უკვე აქვთ გამოცდილება საფეხბურთო სკანდალებში.

მოსალოდნელია, რომ შემოწმებას, ასევე, ვიდეოასისტენტი ესკოვიც გაივლის.

შეგახსენებთ, 9 აგვისტოს, "სპარტაკისა" და "სოჭის" მატჩში მსაჯმა სკანდალური პენალტი დადო. საფეხბურთო სამყარო გაოგნებული იყო მსაჯის ამ გადაწყვეტილებით, "სპარტაკის" პრეზიდენტი კი გუნდის მოკვეთით იმუქრებოდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
პოლიგრაფის მოტყუებაც შეიძლება.ესკოვის და კაზარცევის რადიოსაუბრის ჩანაწერი დაიდო რუსულ საიტზე.დამცველმა დაარტყა და პენალტიაო.ეძებეს,ეძებეს და როგორც უნდოდათ,ისე დაასკვნეს
სოსო
15:52 12-08-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული