სკანდალს ნათელი მოეფინება? დღეს "სპარტაკი"-"სოჭის" მატჩის მსაჯი პოლიგრაფზე შემოწმდება

AutoSharing Option
სკანდალური "სპარტაკისა" და "სოჭის" მატჩის მსაჯი ვასილი კაზარცევი დღეს პოლიგრაფზე შემოწმებას გაივლის.

"სპორტ-ექსპრესის" მიხედვით, არბიტრი პოლიგრაფზე გავლას დათანხმდა, თუმცა ეს პროცედურა ნებაყოფლობითია. პროცედურას ის ექსპერტები ჩაატარებენ, რომლებსაც უკვე აქვთ გამოცდილება საფეხბურთო სკანდალებში.

მოსალოდნელია, რომ შემოწმებას, ასევე, ვიდეოასისტენტი ესკოვიც გაივლის.

შეგახსენებთ, 9 აგვისტოს, "სპარტაკისა" და "სოჭის" მატჩში მსაჯმა სკანდალური პენალტი დადო. საფეხბურთო სამყარო გაოგნებული იყო მსაჯის ამ გადაწყვეტილებით, "სპარტაკის" პრეზიდენტი კი გუნდის მოკვეთით იმუქრებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ