კომპანიმ კარიერა დაასრულა და იმავე დღეს მთავარი მწვრთნელი გახდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა მცველმა ვენსან კომპანიმ, რომელიც "ანდერლეხტის" მოთამაშე-მწვრთნელი იყო, ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და "ანდერლეხტის" მთავარი მწვრთნელი 4- წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე გახდა.

"მინდა სამწვრთნელო საქმეს მივუძღვნა ჩემი თავი, ამისათვის 100%-იანი დრო და ყურადღება მჭირდება. აი, რატომაც გადავწყვიტე ფეხბურთელის კარიერის დასრულება. ჩვენი ამბიციები და შიმშილის წყურვილი ძველებური იქნება. კლუბში, სულ მცირე, 4 წლით დარჩენა მსურს და მინდა დავამტკიცო, რომ  "ანდერლეხტს" თანამედროვე ფეხბურთის თამაში და მაღალი შედეგების მიღწევა შეუძლია. ფრენკის მადლობას ვუხდი გაწეული დახმარებისთვის." - ციტირებს ვენსანს კლუბის ოფიციალური სამსახური.

შეგახსენებთ, ადრე
კომპანიმ გვარდიოლას ასისტენტობაზე უარი განაცხადა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდი არფერი ფეხბურთელი ეს არ მყავდა. ერთად ერთი რაც ამ ფეხბურთელში მაკვირვებდა ეს იყო თავის ქალის ოთკუთხედი ფორმა.გინდა ამის თავი დაგჯახებოდა და გინდა ცემენტით დავირთული ვაგონი
კახელო
16:18 17-08-2020
5

სიახლეები პოპულარული