ლეგენდარული მწვრთნელი ბრუნდება?! - ცნობილი გახდა, ვინ შეცვლის კუმანს ნიდერლანდების ნაკრებში

AutoSharing Option
ნიდერლანდური FOX Sports-ის ჟურნალისტმა იან ვან ხანგელემ გაავრცელა შიდაკულუარული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თუ რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გახდება, ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს არსენ ვენგერი ჩაიბარებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის "არსენალის" ყოფილი დამრიგებელი დათანხმდა "ნარინჯისფერების" გაწვრთნას, თუ ნაკრებს 57 წლის სპეციალისტი დატოვებს.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ 70 წლის ფრანგი უკვე დაუკავშირდა ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციას და საკუთარი სურვილი გააცნო.

პარალელურად, "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ რონალდ კუმანთან მოლაპარაკებები დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ Le10Sport-ის ცნობით, ვენგერმა "ბარსას" გაწვრთნაზე უარი განაცხადა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეგ. საინტერესოა ვენგერი რას იზამს ჰოლანდიაში
macbook pro
19:26 18-08-2020
0
ნომერი პირველი კანდიდატი თენ ჰაგია,შემდეგ მოდის პეტერ ბოში,შემდეგ ფრანკ დე ბური,კოკუ და ვან ბრონკჰორსტი,შემდეგ ვეტერანთა გვარდია ადვოკაატი,ჰიდინკი და რაც მთავარია ვან გაალი.ამათგან ადვოკაატი დაკავებულია,ჰიდინკი კი ძალიან დაბერებული.თუ ვეტერან მწვრთნელებზე მიდგა არ მგონია ლუის არსენი არჩიონ.საინტერესო იდეაა ვენგერი ჰოლანდიის ნაკრებში,მეტიც,დიდი სანახაობა,მაგრამ არ მგონია ამ იდეას განხორციელება ეწეროს.
Master
19:25 18-08-2020
0

სიახლეები პოპულარული