ფიფა წესებს ცვლის: ფეხბურთელს მეორე ნაკრებში თამაშის უფლება მიეცემა?!

AutoSharing Option
როგორც Sportsnet-ი იტყობინება, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო წესებში ცვლილებებს გეგმავს, რომლის თანახმადაც, ფეხბურთელს ერთ ნაკრებში თამაშის შემდეგ მეორე ქვეყნის სახელით გამოსვლის უფლებაც ექნება.

ახალი წესებით, ფეხბურთელს მეორე ნაკრებში თამაშის უფლება იმ შემთხვევაში ექნება, თუ პირველი ქვეყნის ეროვნულ გუნდში 3 ოფიციალურ მატჩზე მეტს არ ჩაატარებს.

ამასთანავე, საფეხბურთო მოქალაქეობას ვერ შეიცვლის ის მოთამაშე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო თასზე ან რომელიმე კონფედერაციის მიერ ჩატარებულ ფინალურ ტურნირზე. ფიფაში ასევე განიხილავენ პირველ ნაკრებში დაბრუნების საკითხს, იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი მეორე ეროვნულ გუნდში ოფიციალურ შეხვედრას არ ჩაატარებს.

ახალი წესები ძალაში მომავალი თვიდან შევა, თუ 211 ეროვნული ფედერაციისაგან შემდგარი ონლაინკონგრესი ცვლილებებს მხარს დაუჭერს.



ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
და აზერები ევროპის ჩემპიონები.დდდდდდდდდ
ომბუცმენ-ის
16:32 21-08-2020
0
ფიფას ემბლემა ქალების "ლიფს" არ გაგონებთ?
კირკიტა
21:03 20-08-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული