ბელგიის პირველი დივიზიონის პირველ ტურში "სერენმა" სტუმრად ბექა ვაჩიბერაძის "ლომელი" 5:3 დაამარცხა და ამ მატჩში პოკერი 19 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ შეასრულა.
ჟორჟმა გოლები მე-10, 50-ე, 55-ე და 71-ე წუთებზე გაიტანა, 90-ე წუთზე კი შეცვალეს.
მიქაუტაძე ლიონშია დაბადებული, საფრანგეთის მოქალაქეა, "მეციდან" "სერენში" კი სეზონის ბოლომდეა განათხოვრებული. მან საკონტროლო მატჩში "გენტის" კარიც დალაშქრა.
რაც შეეხება ვაჩიბერაძეს, განაცხადში არ ყოფილა.