მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა რონალდინიო და მისი ძმა რობერტო დე ასიში პარაგვაის სასამართლომ შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა და ბრაზილიაში დაბრუნების უფლება მისცა.
ყალბი პასპორტებით სარგებლობის გამო ყოფილი ფეხბურთელი 90 000 დოლარით დააჯარიმეს, ხოლო მისი ძმა - 110 000 დოლარით.
ამგვარად, ძმებმა პარაგვაიში 173 დღე გაატარეს, აქედან 171 - სასჯელაღსრულების დაწესებულებასა და შინაპატიმრობაში, ხოლო უკანასკნელი 4-თვე-ნახევარი ასუნსიონის ერთ-ერთ სასტუმროში დაჰყვეს.