"ტორპედოს" ფეხბურთელები გირეკავთ"... - უკრაინელმა მსაჯმა ქართველი აფერისტების ისტორია გაიხსენა

AutoSharing Option
79 წლის ლეგენდარულმა უკრაინელმა მსაჯმა და ყოფილმა მეკარე მიროსლავ სტუპარმა ua-football.com-ს ინტერვიუ მისცა და ერთ-ერთ ეპიზოდში გაიხსენა ისტორია, თუ როგორ მოატყუეს ქართველმა აფერისტებმა.

"კოლეგები ან თანაგუნდელები დასამახსოვრებლად არასდროს გამხუმრებიან, თუმცა კარიერიდან ერთ-ერთ სასაცილო ამბავს მაინც გავიხსენებ.

1963 წელს რესპუბლიკის ნაკრებში ვთამაშობდი და კიევის "დინამოს" შევხვდით. მატჩის შემდეგ რამდენიმე მოთამაშე დედაქალაქში მიგვიწვიეს "დინამოში" სათამაშოდ. მაშინ ძალიან ახალგაზრდა გახლდით, გუნდის მეოთხე მეკარე ვიყავი, დუბლებში ვთამაშობდი.

ჰოდა, დედაქალაქის სასტუმრო "თეატრალურში" ყოფნისას, რომლის მეზობელ ნომერშიც ფიოდორ მედვიდი (სსრკ-ის ნაკრების წევრი) ცხოვრობდა, ჩემს ტელეფონზე ზარის
ხმა გაისმა და ქართული აქცენტით ახალგაზრდა კაცმა მითხრა: "გამარჯობა. ფედიას ვესაუბრები?" ვუპასუხე: "არა". იქიდან კი მითხრა: "ტორპედოს" (ქუთაისის) ფეხბურთელები გირეკავთ. საზღვარგარეთ ვართ და კიევში ვათევთ ღამეს. გოგონებმა საოპერო თეატრში მიგვიწვიეს და თქვენგან სპორტული ქურთუკის თხოვება გვინდა (ლურჯი ქურთუკის, რომელზეც დიდი რუსული "დ" იყო)." ვუპასუხე, რომ პრობლემა არ იყო, მე ვათხოვებდი.

ასე გულუბრყვილო პასუხი გავეცი და მალე მართლაც მოვიდა ორი სპორტული აღნაგობის მქონე, შესახედად ქართველი ახალგაზრდა. ქურთუკის ნაცვლად "დროებით" რაღაც სვიტერი დამიტოვეს. მერე კი წავიდნენ და აღარც დაბრუნებულან", - ღიმილით გაიხსენა სტუპარმა.


მკითხველის კომენტარები / 1 /
რაც ამას ქართველებისაგან დედის მოკითხვა აქვს მიღებული,ფოსტას რომ კარგად ემუშავა,ნახევარი დედამიწა,მაგისი და-ძმებით იქნებოდა გავსებული.
სოსო
15:27 29-08-2020
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული