19 წლის გიორგი მიქაუტაძემ ბელგიაში ისევ გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სერენის" 19 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის პირველ ლიგაში კვლავ გამოიჩინა თავი.

ის მეორე ტურში "დეინცესთან" საშინაო მატჩშიც სასტარტოში იყო, 54-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90+3-ე წუთზე მისმა გუნდმა გამარჯვების გოლის გატანა შეძლო - 3:2. გიორგი 90+5-ე წუთზე შეცვალეს.

მიქაუტაძემ პირველ ტურში "ლომელთან" (5:3) პოკერი შეასრულა, იქამდე კი სპარინგში "გენტის" კარი დალაშქრა. ასე რომ, უკანასკნელ 3 შეხვედრაში მის ანგარიშზე 6 გოლია. ასეთი შედეგიანი ფორვარდის საქართველოს ნაკრებში მიწვევა უპრიანი იქნება, მით უმეტეს, როგორც შევიტყვეთ, ოჯახში ქართულად საუბრობენ და ფრანგულად ჟორჟს კი
არა, არამედ გიორგის უძახიან.

როგორც იცით, მიქაუტაძე საფრანგეთის მოქალაქეა და "მეციდან" "სერენშია" განათხოვრებული.

მკითხველის კომენტარები / 15 /
magari bichia . mecis gautana gentis gautana da chempinatshi uive 5 golo aqvs
emgranti
23:38 29-08-2020
0
ჩემი აზრით არ აქ მნიშვნელობა იმას 19 წლისა თუ 29-ის, ქართული გვარის, ქართული ფესვები აქ და ავტომატურად ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეობა, და რაც ნაკრებში გამოძახებას, თავი გამოიჩინა და მინიმუმ ახალგაზრდულში ხომ მაინც უნდა დაინტერესდნენ??? თორე მერე თუ არ დაუძახე წავა სხვა ნაკრებში აბა რა იქნება, ( თუ მიეცა მაგის საშვალება რათქმაუნდა) . სულ ფეხბურთელი კი არ იქნება , ნაკრებში ითამაშოს მაქსიმუმ 5-7 წელი, იმხელა კონკურენციაა ნაკრებებში, ასე რომ დროს ნაღდად არავინ დაკარგავს თუ ჭკუა აქ თავში!!! ჩვენი ფედერაცია , უკვე უნდა აკეთებდეს კომენტარს, რამდენჯერ დაიწერა უკვე ამ ბიჭზე, დავიჯერო არ ეცნობიან სპორტულ მობლენეებს? ეს რომ გამოპარვოდათ
Vasili
20:09 29-08-2020
0

სიახლეები პოპულარული