კავანი "იუვენტუსში" "ნაპოლის" პატივისცემის გამო არ გადავიდა

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ "იუვენტუსში" გადასვლა არ ისურვა, - იტყობინება Goal-ი.

"იუვემ" რამდენიმე კვირის წინ კავანის წინადადებით მიმართა, მაგრამ ფეხბურთელმა უარი უთხრა. ურუგვაელმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ადრე "ნაპოლიში" თამაშობდა და ეს გუნდი და ქალაქი ძალიან უყვარს.

33 წლის კავანი პსჟ-დან თავისუფალი აგენტის სტატუსით აიბარგა და დღემდე უგუნდოდაა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ედინსონი შეიძლება "რეალში" გადავიდეს.

ასევე დაგაინტერესებთ