სომხეთის ნაკრების ფეხბურთელებმა პოლიციელებს სცემეს და სამხრეები ჩამოაგლიჯეს

AutoSharing Option
ერევანში 4 პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო სომხეთის ნაკრების ორი ფეხბურთელი დააკავეს, - იტყობინება Р-Спорт-ი.

გამოცემის ცნობით, ესენი, სავარაუდოდ, ძმები მალაკიანები არიან - 29 წლის ედგარი და 26 წლის გორი.

პოლიციის კაპიტნის რაპორტში აღნიშნულია, რომ მათ აგინეს, სახეში ხელი გაარტყეს, სხეულის დაზიანება მიაყენეს და სამხრეები ჩამოაგლიჯეს.

ხულიგნობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელიც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სომხეთის ნაკრები ერთა ლიგის მომავალ გათამაშებაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
шаг в перед два шага назад:)
lasha
12:16 01-09-2020
0
ასეთ დროს რომ მაგრად ჟეპონ პოლიციელებმა სხვა დროს ასეთი რამე აღარ მოხდება ყველა მიაგდებს... მაგრამ მერე გამოხტებიან ლჯპიტები და რატო არ სჯით თანამშრომლებსო )) ეჰ კანონი რო კანონობდეს
ვავავა
10:44 01-09-2020
2

სიახლეები პოპულარული