სომხეთის ნაკრების ფეხბურთელებმა პოლიციელებს სცემეს და სამხრეები ჩამოაგლიჯეს

AutoSharing Option
ერევანში 4 პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო სომხეთის ნაკრების ორი ფეხბურთელი დააკავეს, - იტყობინება Р-Спорт-ი.

გამოცემის ცნობით, ესენი, სავარაუდოდ, ძმები მალაკიანები არიან - 29 წლის ედგარი და 26 წლის გორი.

პოლიციის კაპიტნის რაპორტში აღნიშნულია, რომ მათ აგინეს, სახეში ხელი გაარტყეს, სხეულის დაზიანება მიაყენეს და სამხრეები ჩამოაგლიჯეს.

ხულიგნობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელიც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სომხეთის ნაკრები ერთა ლიგის მომავალ გათამაშებაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
დააბრალებენ ეხლა ამათ არყოფნას წაგებას
ზალიკო
21:39 31-08-2020
2
საბჭოთა მილიციის ხელწერა :) 90 იანების საქართველოშიც აკეთებდა მილიცია მაგას. ცალკე მუხლია მილიციისთვის სამხრეების ჩამოხევა და შელაპარაკების დროს თვითონ იხედვნენ სამხრეებს და შენ სასჯელს გიმძიმებდნენ. ეგენი ისევ იქ არიან როგორც ჩანს... შეიძლება კიდეც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ამ ბიჭებმა, მაგრამ სახმრეებს რატომ დაახევდნენ
თვითონ ჩამოიხიეს
21:49 31-08-2020
11

სიახლეები პოპულარული