Sport24: "როტორი" ფლამარიონს კონტრაქტს გაუფორმებს

AutoSharing Option
რუსული გამოცემა Sport24 იტყობინება, რომ ბათუმის "დინამოს" თავდამსხმელი ჯოვინო ფლამარიონი კარიერას "როტორში" გააგრძელებს.

"Sport24-ის ინფორმაციის თანახმად, უახლოეს ხანში ბრაზილიელი შემტევი ფლამარიონი ბათუმის "დინამოდან" "როტორში" გადავა.

Transfermarkt-ის მიხედვით, მისი სატრანსფერო ღირებულება 600 ათასი ევროა. 2019 წელს ის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მისი სიმაღლე 171 სმ-ია.

გასულ სეზონში ფლამარიონმა საქართველოს ჩემპიონატის 30 მატჩში 17 გოლი გაიტანა, მიმდინარეში კი - 8 მატჩში 4 გოლი".

ვოლგოგრადულ გუნდში საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი, ნიკოლაი ყიფიანი და ბექა მიქელთაძე თამაშობენ. განაცხადშია აგრეთვე ჯანო ანანიძე.