ერთა ლიგა. I ტური: ესპანეთი გერმანიასთან, კოსოვო კი მოლდოვასთან წაგებას გადაურჩა - უკრაინამ შვეიცარიას სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
3 სექტემბერს ერთა ლიგის მატჩები 5 ჯგუფში გაიმართა.

ესპანეთმა ზედ საფინალო სასტვენის წინ მცველ გაიას მიერ გატანილი გოლით ფრეს მიაღწია გასვლაზე გერმანიასთან.

"ფურია როხამ" მიჯრით 41 მატჩში გაიტანა და ეროვნული რეკორდი დაამყარა - ბოლოს 2016 წლის 27 ივნისს ევროპირველობის მერვედფინალში იტალიელთა კარი ვერ დალაშქრეს.

17 წლის ფატი უკანასკნელ 84 წელიწადში ესპანეთის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია.

ვერნერი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 1994 წლის შემდეგ ესპანეთს გერმანელთა მხრიდან ოფიციალურ მატჩში გოლი გაუტანა. მაშინ ეს კლინსმანმა მოახერხა. ცნობისათვის, ვერნერი 1996 წელსაა დაბადებული.

უკრაინა წარმატებულად
ასპარეზობას აგრძელებს - ამჯერად სახლში 2:1 მოუგო შვეიცარიის ძლიერ გუნდს. შევჩენკოს გუნდმა უკანასკნელი 16 მატჩიდან 8 მოიგო და 8 ფრედ დაასრულა. გოლების საერთო ოდენობა - 22:7.

ერთა ლიგის პირველი გათამაშების ნახევარფინალისტმა კოსოვომ გაჭირვებით გამოგლიჯა ფრე მოლდოვას - 1:1.

ლიგა A. მე-4 ჯგუფი

შტუტგარტი. "მერსედეს-ბენც არენა"
გერმანია - ესპანეთი 1:1
გოლები: 1:0 ვერნერი (51), გაია (90+6)


ლვოვი. "ლვოვ არენა"
უკრაინა - შვეიცარია 2:1
გოლები: 1:0 იარმოლენკო (14), 1:1 სეფეროვიჩი (41), 2:1 ზინჩენკო (68)

ლიგა B. მე-3 ჯგუფი

მოსკოვი. "ვი თიბი არენა"
რუსეთი - სერბეთი 3:1
გოლები: ძიუბა (48, პენ), 2:0 კარავაევი (69), 2:1 მიტროვიჩი (78), 3:1 ძიუბა (81)

სივასი. "ეილულ არენა"
თურქეთი - უნგრეთი 0:1
გოლი: სობოსლაი (80)

ლიგა B. მე-4 ჯგუფი
სოფია. "ვასილ ლევსკი"
ბულგარეთი - ირლანდია 1:1
გოლები: 1:0 კრაევი (56), 1:1 დაფი (90+3)

ჰელსინკი. "ოლიმპიასტადიონი"
ფინეთი - უელსი 0:1
გოლი: კლეფერ მური (80)

ლიგა С. მე-3 ჯგუფი

პარმა. "ენიო ტარდინი"
მოლდოვა - კოსოვო 1:1
გოლები: ნიკოლაესკუ (20), 1:1 კოლოლი (71)

ლიუბლიანა. "სტოზიცე"
სლოვენია - საბერძნეთი 0:0

ლიგა D . 1-ლი ჯგუფი

რიგა. "დაუგავა"
ლატვია - ანდორა 0:0
გაძევება: გუტკოვიჩი (71, ლატვია)

ტორსჰავნი. "ტორსვიულური"
ფარერები - მალტა 3:2
გოლები: 1:0 კ. ოლსენი (25), 1:1 დეგაბრიელე (37), 1:2 აგიუსი (73), 2:2 ა. ოლსენი (87), 3:2 ჰენდრიკსენი (90)
მკითხველის კომენტარები / 9 /
და მოლდოვა კოსოვო უინტერესო იქნებოდა ჩვენთვის?
ბაჩი
17:04 04-09-2020
0
გაიძახიან რუსეთის პრემიერ ლიგა არ ვარგაო და რუსეთის ნაკრების ფეხბურთელები ამ ლიგაში არ თამაშობენ? რომ უგებენ იოლად სერბებს,ჩეხებს და სკოტებს!
მოკლედ!
14:27 04-09-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული