ადრე გამოძახებულმა ნაკრების ყველა მოთამაშემ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო შეკრება დატოვა და მათ ნაცვლად სხვებს უხმეს.
ადრე ამ 22-დან ეროვნულ გუნდში მხოლოდ 36 წლის მცველ რომან გუბნიკს და 30 წლის თავდამსხმელ სტანისლავ ტეცლს უთამაშიათ. თუ მატჩში მონაწილეობა 17 წლის ნახევარმცველმა ადამ კარაბეკმა მიიღო, ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდება, რომელსაც ჩეხეთის ნაკრებში უთამაშია.
7 ოქტომბერს ჩეხეთის ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში შოტლანდიას შეხვდება.