რუსეთში თამაში რუსებსაც არ უნდათ - ჩერიშევმა უარი დიდ ფულზე თქვა

AutoSharing Option
"ვალენსიასა" და რუსეთის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა დენის ჩერიშევმა რუსეთის პრემიერლიგაში გადასვლაზე უარი განაცხადა და დიდი ფული არაფრად ჩააგდო. 

Superdeporte-ის ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელს "კრასნოდარმა" იმაზე გაცილებით უკეთესი პირობები შესთავაზა, რაც ახლა "ღამურების" რიგებში აქვს, თუმცა ჩერიშევს ლა ლიგაში დარჩენა და "ვალენსიაში" თამაში სურს.

მართალია, "ვალენსიას" რუსის სანაცვლოდ კარგი თანხის მიღება სურს, თან ჩერიშევის, კლუბის საზომებით, მაღალ ხელფასსაც მოიშორებდა, თუმცა თავად ფეხბურთელმა გადაწყვეტილება მიიღო და სამშობლოში დაბრუნება ჯერ არ სურს. 

დენის ჩერიშევი მადრიდის "რეალის" აღზრდილია. "ბლანკოსის" რიგებში სულ 7 მატჩი ჩაატარა
და 1 გოლი გაიტანა. სხვადასხვა დროს "ვალენსიაში", "ვილიარეალსა" და "სევილიაში" იყო განათხოვრებული.

"ღამურებმა" ჩერიშევის იჯარით მეორედ აყვანის შემდეგ მისი გუნდში დატოვება გადაწყვიტა. რუსს "ვალენსიასთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. 

altლიონელ მესის ტორპედო "წყალქვეშა ნავს", მამა-შვილი პიკეები და ჩერიშევები

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვის იფენს. მეოთხედფინალი არის მათთვის ისტორიაში საუკეთესო შედეგი ამხელა ქვეყანაა თავი რაღაცად მოაქვთ და არასდროს მეოთხედფინალს არ გაცდენიან )))
Asprily-ს
15:56 07-09-2020
6
ესპანეთში დაიბადა და გაიზარდა,პასპორტი აქვს მხოლოდ რუსული.ცხადია ესპანეთში დარჩენა ურჩევნია.პ.ს.ფული ყველას არ აგიჟებს
L.J.
15:28 07-09-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული