საქართველოს ნაკრებთან შეხვედრამდე ბელარუსმა ყაზახეთს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრო 2020-ზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელარუსმა ერთა ლიგის მეორე გათამაშების მეორე ტურში სტუმრად ყაზახეთი 2:1 დაამარცხა.

უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები "ტორპედო-ბელაზის" ვეტერანმა მცველმა მაქსიმ ბორდაჩევმა თავურით დააწინაურა. შემდეგ მასპინძელთა თავდამსხმელმა ბატ აიმბეტოვმა მეკარე ალექსანდრ გუტორის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა, შეხვედრის დასასრულს კი მოსკოვის "ლოკომოტივის" ახალწვეულმა ფორვარდმა ვიტალი ლისაკოვიჩმა დალაშქრა ყაზახთა კარი და ბელარუსებს გამარჯვება მოუპოვა.

შეგახსენებთ, პირველ ტურში მიხაილ მარხელის გუნდი ალბანეთთან საკუთარ მოედანზე 0:2 დამარცხდა, შემდეგ მატჩს კი 8 ოქტომბერს თბილისში, საქართველოს ნაკრებთან
ჩაატარებს.

ალმა-ათა. "ორტალიგი"
ყაზახეთი - ბელარუსი 1:2
გოლები: 0:1 ბორდაჩევი (53), 1:1 აიმბეტოვი (62), 1:2 ლისაკოვიჩი (86)

მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან სუსტი ნაკრები ყავთ ბელარუსებს. 1 თვეში არ ვიცი რა უნდა შეიცვალოს ისეთი,რო ამათ ვერ მოვუგოთ
გოგა
00:47 08-09-2020
0
იმედია ჩვენი მწვრთნელებიც შეამჩნევდნენ რომ შორიდან ძლიერი დარტყმულების მოგერიება უჭირს მეკარეს და ჩვენებიც დაბომბავენ
გიორგი
01:55 08-09-2020
0

სიახლეები პოპულარული