7 სექტემბერს, ერთა ლიგის მეორე ტურში 8 მატჩი ჩატარდა.
იტალიამ ბარელას მიერ პირველი ტაიმის დასასრულს გატანილი გოლით გასვლაზე 1:0 მოუგო ნიდერლანდებს. "სკუადრა აძურა" 2018 წლის სექტემბრის შემდეგ დაუმარცხებელია - მანჩინის გუნდმა ბოლო 13 შეხვედრაში 12 გამარჯვება იზეიმა.
პოლონეთმა დაძაბულ ბრძოლაში ზენიცაში 2:1 სძლია ბოსნიას.
ნორვეგიამ სტუმრად ჩრდილოეთი ირლანდია 5:1 გაანადგურა. ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა ჰოლანმა, მან დუბლი შეასრულა და წელს მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 19 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
ჩეხეთის ნაკრებმა კორონავირუსის გამო მთელი გუნდი გამოცვალა, შოტლანდიას მეორე შემადგენლობით
დაუხვდა და 1:2 წააგო.
ლიგა A. 1 ჯგუფი
ზენიცა. „ბილინო პოლე“
ბოსნია - პოლონეთი 1:2
გოლები: 1:0 ჰაირადნოვიჩი (24, პენ), 1:1 გლიკი (45), 1:2 გროსიცკი (67)
ნიდერლანდები - იტალია 0:1
გოლი: ბარელა (45+1)
კლაგენფურტი. „ჰიპო-არენა“
ავსტრია - რუმინეთი 2:3
გოლები: 0:1 აიბეცი (3), 1:1 ბაუმგარტნერი (17), 1:2 გრიგორე (51), 1:3 მაქსიმი (70), 2:3 ონისივო (81)
ჩრდ. ირლანდია - ნორვეგია 1:5
გოლები: 0:1 ელიონოუსი (2), 1:1 მაკნეირი (6), 1:2 ჰოლანი (7), 1:3 სიორლოტი (19), 1:4 სიორლოტი (47), 1:5 ჰოლანი (58)
ოლომოუცი. „ანდრუვი“
ჩეხეთი - შოტლანდია 1:2
გოლები: 1:0 პეშეკი (12), 1:1 დაიკსი (26), 1:2 კრისტი (51, პენ)
ისრაელი - სლოვაკეთი 1:1
გოლები: 0:1 დურიში (14), 1:1 ემკიესი (90+1)
ტირანა. „ალბანია სტადიუმი“
ალბანეთი - ლიეტუვა 0:1
გოლი: კაზლაუსკასი (51)
გაძევება: ჰიუსაი (87)