"ფარაონმა" ევროპაზე გალაშქრება გადაწყვიტა

AutoSharing Option
"შანხაი შენჰუას" იტალიელი თავდამსხმელი სტეფან ელ-შაარავი ევროპაში დაბრუნებას სასწრაფოდ აპირებს და მსურველთა ნაკლებობასაც არ განიცდის.

როგორც იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკრიპა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს, ჩინურმა კლუბმა 27 წლის "ფარაონს" იჯარის წესით გუნდის დატოვების უფლება მისცა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ ფეხბურთელის ძმასა და აგენტ მანუელს საკმაოდ ბევრი კლუბი დაუკავშირდა. სტეფანის საკუთარ რიგებში ხილვა პსჟ-ს, "იუვენტუსს", "არსენალსა" და "რომას" სურთ.

ელ-შაარავი ჩინეთში 2019 წელს, სწორედ "რომადან" გადავიდა. იქამდე კი სტეფანი "მილანში", "ჯენოაში", "მონაკოსა" და "პადოვაში" თამაშობდა. ფეხბურთელს იტალიის ეროვნულ გუნდში 25 შეხვედრა აქვს
ჩატარებული.

მომზადებულია metro.co.uk-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული